პენტაგონის ბიუჯეტზე ზედამხედველობა გამკაცრდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამცირებს თავდაცვის სამინისტროს ხარჯებს. დოკუმენტი მოიწონა კონგრესმა. მის თანახმად, უნდა გაძლიერდეს ზედამხედველობა პენტაგონის ბიუჯეტზე. საომარი ნაწილების სარდლობა უფრო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ახალი იარაღის შექმნასა და მასზე შეკვეთების განაწილებაში.