მოსკოვში სამი პირი დაიჭრა ინკასატორებზე თავდასხმის შედეგად

მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა ინკასატორებს. მიღებული ცნობების თანახმად, ბოროტმოქმედებმა ინკასატორებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა მათ ერთ-ერთი კომერციული ფირმიდან დიდძალი თანხა გამოჰქონდათ. სამი პირი დაიჭრა. თავდამსხმელებმა ორი მილიონი რუბლი გაიტაცეს და მიიმალნენ.