ერაყში სამი ამერიკელი დაიღუპა ნაღმის აფეთქების შედეგად

აშშ-ის არმიის ცნობით, ერაყში სამი ამერიკელი დაიღუპა ნაღმის აფეთქების შედეგად. ნაღმზე აფეთქდა მანქანათა კოლონა, რომელსაც გადაჰყავდა ჯარისკაცები, მთავრობის თანამშრომლები და კონტრაქტორები. არმიის ინფორმაციით, ფალუჯაში აფეთქებისას დაიღუპა ერთი ჯარისკაცი, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთი ოფიციალური წარმომადგენელი და თავდაცვის დეპარტამენტში მომუშავე ერთი სამოქალაქო პირი.