ებრაელების და სომხების შეურაცხყოფისთვის თურქეთის მოქალაქე გაასამართლეს

თურქეთის სასამართლომ 5 თვით ციხე მიუსაჯა პირს, რომელმაც “საზოგადოების ნაწილი შეურაცხჰყო”. ბრალდებულმა, ნიაზი ჩაპამ, თავის ოფისთან გამოკიდა ბანერი, სადაც იუწყებოდა, რომ სომხები და ებრაელები არ შესულიყვნენ. ბარენის გამოფენის მიზანი ჩაპას პროტესტი იყო ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო შეტევის მიმართ.