აშშ და ჩინეთი ფხენიანს ბირთვული პროგრამის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ჩინეთის არმიის მაღალი რანგის პირმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, შეწყიტოს ბირთვული პროგრამა, მას მერე, რაც ფხენიანმა ამ კვირის დამდეგს ბირთვული გამოცდა მოაწყო. სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, მა სიაოტანმა ამავე დროს რეგიონის ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ. მა სიოტანმა ეს განცხადება შაბათს გააკეთა სინგაპურში, აზიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე. ამავე შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა გააფრთხილა ჩრდილოეთი კორეა, რომ ვაინგტონი არ შეეგუება ბირთვული იარაღით აღჭურვილ სახელმწიფოდ მის ქცევას.