რუსეთში ბრალდება წაუყენეს 2007 წლის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილებს

რუსეთში გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ორ ადამიანს წაუყენეს ბრალდება 2007 წლის აგვისტოში მოწყობილი აფეთქებისთვის, რომლის შედეგადაც რელსებიდან გადავიდა მოსკოვი-სანკტ პეტერბურგის მატარებელი და დაშავდა 27 ადამიანი. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომისიის ცნობით, ეჭვმიტანილები მახაშარიპ ხიდრიევი და სალამბეკ სახკიევი წევრები არიან დანაშაულებრივი ბანდისა, რომელიც რკინიგზაზე ასაფეთქებელ მოწყობილობებს განათავსებდა.