სომალის სანაპიროსთან მეკობრეების წინააღმდეგ მიმართულმა რეიდმა წარმატება მოიტანა. დაკავებულია ასამდე ბოროტმოქმედი და აფრიკის რქის მიდამოებში ბანდიტების საქმიანობა საგრძნობლად შეიზღუდა. ამის შესახებ იტყობინება გაეროს საგანგებო წარგზავნილი სომალიში, აჰმედოუ ოულდ-აბდალა. სომალელმა მეკობრეებმა უკანასკნელი თვეების მანძილზე ხელში ჩაიგდეს რამდენიმე სატვირთო გემი და ათობით მილიონი დოლარის ოდენობის გამოსასყიდის გამოძალვა შეძლეს.