საქართველო საერთაშორისო კომისიისგან ობიექტურ დასკვნას ელის

აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი საერთაშორისო კომისიისგან საქართველოს ხელისუფლება ობიექტურ დასკვნას ელის - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა ღვინერიამ განაცხადა. მისივე ცნობით, კომისიის წევრები, რომლებიც გასული კვირის ბოლოს სოხუმში იმყოფებოდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად თბილისში ჩამოვიდნენ.