ოპოზიციის ლიდერები ვალდებულებათა ქარტიას ხელს ხვალ მოაწერენ

საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციის ლიდერებმა ვალდებულებათა ქარტიის ხელმოწერა ხვალისთვის გადადეს, დღეს კი - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ოპოზიციის განცხადებით, დედაქალაქის მერია პოლიტიკურ სტრუქტურად გადაიქცა და მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესთა შესაბამისად მოქმედებს. დღესვე საბოლოოდ გაირკვა, რომ პარლამენტის სხდომა ხვალ არ გაიმართება. ეს გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის ბიურომ, რომლის სხდომის დრო და ადგილი ჟურნალისტებისთვის არ უცნობებიათ.