ატლანტის ოკეანეზე გადაფრენისას გაუჩინარდა საფრანგეთის სამგზავრო თვითმფრინავი

ვარაუდობენ, რომ კომპანია ”ერ ფრანსის” თვითმფრინავი, რომელშიც სულ მცირე 228 ადამიანი იმყოფებოდა, ატლანტის ოკეანის თავზე ფრენისას დაიღუპა. "ერ ფრანსის"ცნობით, თვითმფრინავს, როგორც ჩანს მეხი დაეცა. აერობუსი A330 რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში, შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში მიფრინავდა. საფრანგეთისა და ბრაზილიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თვითმფრინავები გაგზავნეს დაკარგული აერობუსის კვალის საძებნად.