მიმდინარეობს "ერ ფრანსის" დაღუპული თვითმრინავის ნაშთების შეგროვება

აერობუსი A-330 აფრენისას

მიმდინარეობს ატლანტის ოკეანეში ჩავარდნილი "ერ ფრანსის" თვითმრინავის ნაშთების შეგროვება. ბრაზილიის სამხედროების ცნობით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა აღმოაჩინეს ნარჩენები, რომლებიც შეიცავს თვითმფრინავის სავარძელს, ლითონის ნაწილებს, მავთულებსა და საწვავის ნაშთებს. ეს ნაშთები ზღვაზე 5 კვადრატულ კილომეტრზე არის გაფანტული. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ დაიღუპნენ თვითმფრინავის 228-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები. აერობუსი A 330 რიო დე ჟანეიროდან პარიზამდე ასრულებდა რეისს. ბრაზილიის მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა დაღუპულთა საპატივცემულოდ, რომელთა შორის 32 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მაგრამ უმრავლესობა ბრაზილიიდან და საფრანგეითდან იყო.