დაიწყო ევროპის პარლამენტის არჩევნები

ნიდერლანდსა და დიდ ბრიტანეთში დაიწყო კენჭისყრა ოთხდღიანი არჩევნების ფარგლებში, რომლის შედეგადაც ევროპის პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს. 4-დან 7 ივნისამდე არჩევნები ევროპის კავშირის წევრ 27-ივე ქვეყანაში გაიმართება. ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 375 მილიონს აღწევს, თუმცა, მიმომხილველთა ვარაუდით, ამომრჩევლის აქტიურობა მაღალი არ იქნება.