რუმინეთის სამხედრო კონტინგენტმა ერაყში სამსახური დაასრულა

რუმინეთის 350-კაციანმა სამხედრო კონტინგენტმა დაასრულა სამსახური ერაყში, სადაც ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ცერემონია მოეწყო. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ. ერაყში მისიის დროს სამი რუმინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.