ევროპის კომისია მოსკოვსა და კიევში თავის მისიას გააგზავნის

ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევში თავის მისიას გააგზავნის, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება გაზის საფასურის თაობაზე, უკეთ გააარკვიოს. ევროკომისიის თავმჯდომარის, ბაროზუს წარმომადგენლის თანახმად, მისიის მიზანია, უკეთ გაერკვეს ვითარების შესახებ ფაქტებში.