ინგუშეთში მომხდარ შეტაკებაში ხუთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოხდა შეტაკება მეამბოხეებსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს შორის. ინტერფაქსის სააგენტოს ცნობით, ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპნენ ოთხი მეამბოხე და ერთი სამართალდამცველი. შეტაკება სუნჟის რაიონში, ჩეჩნეთის საზღვრის მახლობლად მოხდა. მიღებული ცნობების თანახმად, ამ რეგიონში ბოლო ერთი თვის მანძილზე მოკლულ მეამბოხეთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.