ჩინეთში 26 ადამიანი დაიღუპა მეწყრის შედეგად

სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 52 პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათგან 27 მეშახტეა, რომლებიც მაღაროში მუშაობდნენ. მოხერხდა შვიდი ადამიანის გადარჩენა. ინციდენტის შესახებ ჩინეთის ტელევიზია იუწყება.