პერუში პოლიციასთან დემონსტრანტების შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

პერუს არმიამ ბლოკ-საგუშაგოები აღმართა და კომენდანტის საათი შემოიღო მას შემდეგ, რაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა სულ ცოტა 22 პოლიციელი და საპროტესტო აქციის 9 მონაწილე, მაშინ როცა დემონსტრანტების ინფორმაციით, დაღუპულია 30 ინდიელი - აბორიგენული მოსახლეობის წარმომადგენლები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ მათს ტერიტორიაზე ნავთობის და გაზის მოსაპოვებელი სამუშაოების დაწყების გეგმის გამო. დაპირისპირება პარასკევს დაიწყო.