არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს შსს-სთან გამართავს აქციას

არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს საპროტესტო აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან გამართავს

არასაპარლამენტო ოპოზიციის აქციის თემა დღეს 9 ივნისს, პოლიციური რეპრესიები იქნება. გეგმის თანახმად, აქცია 12.00 საათზე, რუსთაველიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიმართულებით დაიძვრება. მანიფესტაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას ცოცხალი ჯაჭვი შემოერტყმება და რამდენიმესაათიანი აქცია გაიმართება.