დონეცკში ექვსი მეშახტე დაიღუპა

ექვსი მეშახტე დაიღუპა უკრაინის ქალაქ დონეცკის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად - ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. კიდევ შვიდი მეშახტე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო მათი 30-მდე კოლეგა საავადმყოფოებში მოათავსეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ავარიის მომენტში 1200 მეტრის სიღრმეზე მუშაობდა 51 მეშახტე, რომელთა უმრავლესობამ ზედაპირზე ამოსვლა მოახერხა. ავარიის მიზეზების დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.