ქობულეთში მსჯელობენ შავი ზღვის ქვეყნების განათლების საკითხებზე

დღეს ქობულეთში მუშაობას შეუდგა შავი ზღვის ქვეყნების განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს 15 ქვეყნის 30-ზე მეტი ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას. კონფენერციის თემა საერთაშორისო კვლევები და საგანმანათლებლო სტანდარტებია, ხოლო მიზანი - განათლების სისტემის გაუმჯობესების სტრატეგიის განსაზღვრა.