ერაყმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ გარიგებას

დღეს ერაყმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს წინასწარ შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანმშრომლობის შესახებ. თურქეთის არმიის განცხადებით, გარიგება გულისხმობს სამხედრო წვრთნაში და ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობას. თურქეთი ერაყთან სამხედრო თანამშრომლობას ცდილობს ჩრდილოეთ ერაყში გამაგრებულ ქურთ სეპარატისტებთან საბრძოლველად.