ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელში მუშაობას შეუდგა ნატოს თავდაცვის მინისტრების სხდომა, რომელიც 2 დღის განმავლობაში გასტანს. სხდომაზე ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიის განხორციელების საკითხებს განიხილავენ. საუბარი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის სხვა მიმართულებებსაც შეეხება. შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძეც მონაწილეობს.