ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანელებმა დაიწყეს კენჭისყრა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც კანდიდატებს შორის დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის - მოქმედი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. როგორც ვარაუდობენ, მას ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზომიერი რეფორმატორი მირ ჰოსეინ მუსავი. საარჩევნო კამპანია თეირანში ხალხმრავალი დემონსტრაციებით და კანდიდატების მიერ ერთმანეთის დისკრედიტაციის მცდელობებით აღინიშნა. არჩევნების შედეგმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ირანის ურთიერთობებზე დასავლეთთან, რომელსაც თეირანის ბირთვული ამბიციები აშფოთებს.