აშშ-მა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში სირიამ არსებითი როლი უნდა ითამაშოს

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა, ჯორჯ მიჩელმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტთან, ბაშერ ასადთან შეხვედრისას მას უთხრა, რომ სირიას არსებითი როლი აკისრია აშშ-ის მცდელობაში, მყარი მშვიდობა დამყარდეს ახლო აღმოსავლეთში. მიჩელმა, სირიის დედაქალაქში, ასადთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სირია ინაწილებს მოვალეობას, დახმარება გასწიოს ისრაელს, პალესტინელებს და არაბულ სამყაროს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების საქმეში.