გაეროს ოფისთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა

გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებმაც გზა გადაკეტეს, ლექსუსის მარკის ავტომობილი დაეჯახა და მიიმალა. დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მოხდა გასროლაც, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინციდენტის ადგილას მივიდნენ კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია, რომლის ინფორმაციით, ავტომანქანა „ლექსუსი“ უკვე ნაპოვნია. გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან საპროტესტო აქცია უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის გამო მიმდინარეობდა და მასში ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილები მონაწილეობდნენ.