ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარებს ახალი სარდალი ჰყავს

ამერიკელი გენერალი სტენლი მაკკრისტალი დღეს სათავეში მოექცა ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდლობას. ქაბულში გამართულ ცერემონიაზე მაკკრისტალმა ჩაიბარა სარდლობა გენერალ დევიდ მაკკირნანისაგან, რომელიც გასულ თვეში გადააყენა თანამდებობიდან აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერ გეიტსმა.