ინგუშეთში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ინგუშეთში, სამხედროებსა და მეამბოხეებს შორის მომხდარ შეტაკებაში ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ორი - დაიჭრა. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ამ ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაკარგები მეამბოხეებმაც განიცადეს. შეტაკება მოხდა ერთ-ერთ საავტომობილო გზაზე, როცა შინაგანი ჯარის რაზმმა შეიარაღებულ პირთა ჯგუფის დაკავება სცადა.