პრესის წარმომადგენლები პოლიციასთან მომხდარ ძალადობას აპროტესტებენ

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, 15 ივნისს მომხდარი დარბევის გამო, ქართულმა ჟურნალ-გაზეთებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მისი ხელმომწერები გმობენ ძალადობას, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას და მათ ცემას და პასუხისმგებლობას პირველ ყოვლისა, აკისრებენ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც „ჟურნალისტების უფლებებზე, დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე ხშირად ფასადურად საუბრობს.“ ჟურნალ-გაზეთების ჟურნალისტები მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ