ირანელ ფეხბურთელთა ნაწილი მწვანე სახვევებით გამოვიდა მოედანზე

ოთხშაბათს სეულში გამართულ მსოფლიო თასის შესარჩევ საფეხბურთო მატჩში ირანისა და სამხრეთი კორეის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. ირანელ ფეხბურთელთა ნაწილი - 11-დან 6 მოთამაშე მწვანე სახვევებით გამოვიდა მოედანზე, რაც სიმბოლურად მათ მიერ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული მირ ჰოსეინ მუსავის მხარდაჭერად იყო აღქმული. მუსავის მხარდამჭერები კამპანიისას სწორედ მწვანე ფერს იყენებდნენ. გუშინდელი მატჩი ნაჩვენები იყო ირანის ტელევიზიით.