ოპოზიცია ხელისუფლებას კვლავ დარბევაში ადანაშაულებს

ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, გამთენიისას პოლიციამ სახელმწიფო კანცელარიასთან დაარბია საკნები, რომლებიც ოთხშაბათს საავტომობილო გზიდან ტროტუარზე გადაიტანა. კონსერვატორმა ბიძინა გუჯაბიძემ სააგენტო GHN-ს აცნობა, რომ საკნებში იმყოფებოდა ოპოზიციის 5 ახალგაზრდა აქტივისტი, რომლებსაც პოლიციამ და ნიღბიანმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, საკნები კი - სატვირთო ავტომანქანით წაიღეს.