რუსეთს კვლავ მიეწოდება ბელორუსიის რძე

დღეს განახლდა ბელორუსიიდან რუსეთში რძის ნაწარმის მიწოდება, რაც გასულ კვირაში შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, რძის პროდუქტებით დატვირთული საბარგო ავტომანქანები უპრობლემოდ ჰკვეთენ ბელორუსია-რუსეთის საზღვარს. გუშინ ბელორუსიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსეთის უწყება "როსპოტრებნადზორმა" გააფორმეს ოქმი, რომელიც ორივე მხარეს აკმაყოფილებს. შედეგად მინსკმა გააუქმა გადაწყვეტილება, რუსეთთან საზღვარზე კონტროლი გაემკაცრებინა.