ავღანეთში სამი გერმანელი ჯარისკაცი მოკლეს

სამი გერმანელი ჯარისკაცი მოკლეს ავღანეთში მათზე თავდასხმისას, ყუნდუზის მახლობლად. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ თავდასხმა მოხდა პატრულირებისას, ყუნდუზიდან 6 კილომეტრში. ავღანეთში სულ 34 გერმანელი სამხედრო დაიხოცა. გერმანიას ავღანეთში 3720 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი.