ავღანეთში ცხრა პოლიციელი დაიხოცა თალიბების თავდასხმისას

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, საკონტროლო პუნქტზე თალიბი მებრძოლების თავდასხმისას ცხრა პოლიციელი დაიხოცა. პროვინციის გუბერნატორის თქმით, არაერთი პოლიციელი დაიკარგა პარასკევის ამ თავდასხმის შემდეგ.