დაღესტანში სამი მეამბოხე და ერთი ჯარისკაცი დაიხოცა

სამხედრო ოპერაციის დროს დაღესტანში სამი მეამბოხე და ერთი ჯარისკაცი დაიხოცა. ცნობით, მეამბოხეები დახოცეს წუხელ, მათზე ალყის შემორტყმისას, მაჰაჩყალის სამხრეთით, ტყეში. ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა ერთი ჯარისკაცი.