თურქეთი აპირებს მართლმადიდებელი ქრისტიანების სკოლის კვლავ გახსნას

თურქეთი გეგმავს, კვლავ გახსნას სკოლა მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის, რომელიც ორმოცი წლის წინ დაიხურა. ამის თაობაზე კულტურის მინისტრმა, ერთუგრულ გიუნაიმ განაცხადა. ევროკავშირი, რომლის წევრობა სურს თურქეთს, და აშშ, დიდი ხანია მოითხოვენ ანკარისგან, კვლავ გახნას თეოლოგიური სკოლა კუნძულ ჰალკიზე, სტამბოლის მახლობლად.