ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. დახლოებით 500 უცხოელი და 3000 ადგილობრივი წარმომადგენელი უწევდა მეთვალყურეობას არჩევნებს, რომლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა 5500 პოლიციელი. არჩევნებისწინა გამოკითხვებით, თითქმის ერთნაირი შანსები ჰქონდათ მმართველ დემოკრატიულ პარტიას და ოპოზიციურ, სოციალისტურ პარტიას. ორივე პარტია სიღარიბის დაძლევას და ალბანეთის ევროკავშირთან დაახლოების პირობით გამოდის.