თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წინადადებას ელოდება

თურქეთი აცხადებს, რომ ევროკავშირისგან მხოლოდ სრულუფლებიან წევრობაზე წინადადებას მიიღებს. ევროკავშირთან თურქეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა საბერძნეთის გაზეთს მისცა ინტერვიუ და აღნიშნა, რომ ევროკავშირს თურქეთი დასჭირდება მომავალში ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა - ტერორიზმი, ორგანიზაბული დანაშაული, კლიმატური ცვლილება და ენერგეტიკა.