გაეროს მეთვალყურეთა პირველი ჯგუფი აფხაზეთის კონფლიქტის ზონას ხვალ დატოვებს. ამ პროცესის დაწყების გამო, სოხუმში იმყოფება სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ედმონდ მულეტი, რომელიც დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა გასვლის პროცესი 15 ივლისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში გაეროს, ცხინვალის რეგიონში კი - ეუთოს მისიების მანდატები რუსეთის წინააღმდეგობის გამო შეწყდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა დღეს განაცხადა, რომ „მზა რეცეპტების“ არარსებობის მიუხედავად, რომელიმე ერთი მისიის დასაბრუნებლად თბილისი აქტიურად მუშაობას განაგრძობს