ბაქოში მედვედევი გაზის შესახებ გარიგებას მოაწერს ხელს

რუსეთი და აზერბაიჯანი დღეს დაასრულებენ გაზის შესახებ ახალ გარიგებას ბაქოში რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის სტუმრობისას. მედვედვს “გაზპრომის” ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი ახლავს. შეთანხმება გულისხმობს, რუსეთის მიერ 2010 წლიდან, აზერბაიჯანის უდიდესი გაზის საბადო შაჰ დენიზიდან ბუნებრივი აირის შესყიდვას. მიმომხილველები აცხადებენ, რომ ეს გარიგება ნაბუქოს პროექტს, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს და რომლის გზითაც გაზი ევროპაში უნდა გადაიქაჩოს რუსეთის გვერდის ავლით, ჩაშლის.