ბაქოში რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაზის შესახებ გარიგებას მოაწერეს ხელი

რუსეთმა და აზერბაიჯანმა დღეს გაზის შესახებ ახალ გარიგებას მოაწერეს ხელი, ბაქოში რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის სტუმრობისას. შეთანხმებას ხელი მოაწერეს, “გაზპრომის” ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა, რომელიც მედვედევს ახლავს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოფირმის ხელმძღვანელმა, როვნაგ აბდულაევმა . შეთანხმება გულისხმობს, რუსეთის მიერ 2010 წლიდან, აზერბაიჯანის უდიდესი გაზის საბადო შაჰ დენიზიდან ბუნებრივი აირის შესყიდვას. მიმომხილველები აცხადებენ, რომ ეს გარიგება ნაბუქოს პროექტს, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს და რომლის გზითაც გაზი ევროპაში უნდა გადაიქაჩოს რუსეთის გვერდის ავლით, ძირს გამოუთხრის.