ქაბულის მახლობლად საერთაშორისო ძალების ოთხი მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მახლობლად, მაიდან ვარდაკის პროვინციაში, საერთაშორისო ძალების ოთხი მოსამსახურე დაიღუპა გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ცნობით, აფეთქება ჯალრეზის რაიონში მოხდა, ქაბულიდან 40 კილომეტრის მანძილზე.