იემენის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა ინდოეთის ოკეანეში

იემენის ავიაკომპანიის თვითმფრინავი, ბორტზე 153 ადამიანით, დღეს კომორის კუნძულებთან, ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. ოფიციალური ინფორმაციით, უკვე მიაგნეს რამდენიმე გვამს, ნახეს ასევე ერთი გადარჩენილი. “ერბას 310” იემენის დედაქალაქიდან, სანადან, მორონიში, კომორის კუნძულების დედაქალაქში მიფრინავდა.