იტალია: თხევადი გაზით დატვირთული მატარებლის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იტალიაში ოფიციალური პირების განცხადებით, 16-მდე გაიზარდა სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულების რიცხვი: მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლამ თხევადი გაზით სავსე ორი ცისტერნის აფეთქება გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაშავდა 36 ადამიანი, მათგან 14 მძიმე მდგომარეობაშია. აფეთქება წუხელ მოხდა ტოსკანაში, ზღვისპირა ქალაქ ვიარეჯოს რკინიგზის სადგურის მახლობლად.