რუსეთში კაზინოები და სათამაშო აპარატები აიკრძალა

რუსეთში ძალაში შევიდა კაზინოებისა და სათამაშო აპარატების აკრძალვა. მათი ფუნქციონირება დაშვებული იქნება მხოლოდ კალინინგრადში, პრიმორსკის რაიონში და მთიან ალტაის რეგიონში, აგრეთვე კრასნოდარსა და როსტოვში. ამ გადაწყვეტილებას კრემლი იმით ხსნის, რომ კაზინოების ინდუსტრიას ის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის ნიადაგად თვლის.