რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქცია საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მოთხოვნით

რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქცია საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "დაცული მოძრაობის" წევრები ტაქსის მძღოლები არიან და ოპოზიციისგან რუსთაველის გამზირიდან საკნების გატანასა და მოძრაობის აღდგენას მოითხოვენ. თავის მხრივ, ოპოზიციის ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილმა, ლევან გაჩეჩილაძემ და ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული იყო და მასში მმართველი პარტიის გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.