რუსეთის პრეზიდენტი მზად არის აშშ-ის ინიციატივა გაიზიაროს

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი მზად არის ახალი ტიპის ურთიერთობის დამყარების შესახებ, აშშ-ის ადმინისტრაციის განზრახვა გაიზიაროს. დღევანდელ ვიდეობლოგში დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას სიტუაციის შეცვლის და გაცილებით ეფექტური, საიმედო და თანამედროვე ურთიერთობის სურვილი აქვს და ამისთვის მოსკოვიც მზად არის.