გაეროს ატომური ენერგიტიკის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ ამ უწყების ახალ გენერალურ დირექტორად აირჩია იაპონელი იუკია ამანო. ის შეცვლის მოჰამედ ელბარადეის, რომელიც თითქმის 12 წელია ხელმძღვანელობს გაეროს ატომური ენერგიეტიკის სააგენტოს. ამ უწყების გენერალური დირექტორის პოსტზე ელბარადეის საქმიანობის ვადა ნოემბერში ამოიწურება.