ტელეკომპანია “მაესტრო” ლიცენზიის მოლოდინში

ტელეკომპანია “მაესტროსთვის” სატელიტური მაუწყებლობის უფლების მინიჭების საკითხს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დღეს განიხილავს. კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სხდომის დღის წესრიგში “მაესტროს” 26 მარტის შესაბამისი განაცხადის განხილვა მე-17 საკითხად არის შეტანილი.