რადიოჟურნალი. 790-ე გამოშვება

წიგნის ფესტივალი თბილისში

რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" ამ გამოშვებაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ პოსტსაბჭოთა სივრცისათვის კონსტიტუციური არასტაბილურობის უკრაინულ გაკვეთილზე; მოგითხრობთ დამოუკიდებელი და სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც პრაღამ უმასპინძლა; ვეცდებით გავარკვიოთ, რას შეცვლის ქართული წიგნის განვითარების პროგრამა; ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ შეიქმნა ხალხური სიმღერა „ჩაკრულოსთვის“ ტექსტის ახალი ვარიანტი; შემოგთავაზებთ სიუჟეტს გამოჩენილი შვედი კინორეჟისორის, ინგმარ ბერგმანის შემოქმედებაზე.