ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა დღეს აღმოსავლეთ ავღანეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად. ამავე ინფორმაციის თანახმად, აფეთქება პაქტიკის პროვინციაში მოხდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, მეამბოხეებმა საწვავით სავსე ავზი ააფეთქეს ზიროკის რაიონის ერთ-ერთ სამთავრობო შენობასთან, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.